საქართველო მსოფლიოს რუკაზე
პროექტის სახელი: საქართველო მსოფლიოს რუკაზე.
მნიშვნელობა/აქტუქლობა, მიზანი: აღნიშნული პროექტის განხორციელება დაეხმარება თითოეულ მოსწავლეს, როგორც საქართველოს მოქალაქეს, გამოუმუშავდეს უნარი განსაზღვროს თავისი ქვეყნის ადგილი მსოფლიოში გეოგრაფიული, ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული, ეთნიკური და რელიგიური თავისებურებების
გათვალისწინებით. განუვითარებს ზოგად უნარ–ჩვევებს (ინფორმაციის მოპოვება ისტ–ის საშუალებით, კვლევისა და კრიტიკული აზროვნების, მსჯელობის, სხვისი აზრის პატივის–ცემის, პრეზენტაციის გაკეთების.)
პროექტის აღწერა: სათანადო ლიტერატურისა და ისტ–ის გამოყენებით მოსწავლეები მოიძიებენ
და შეისწავლიან თემისათვის საჭირო მასალებს: თანამედროვე საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობა, საზღვრები, ფართობი, მოსახლეობა. სახელმწიფო წყობილება, სახელმწიფო სიმბოლოები. საქართველოს ისტორიული წარსულის მოკლე მიმოხილვა. უცხოური ისტორიული წყაროები საქართველოს შესახებ. საქართველოს ეთნიკური და რელიგიური მრავალფეროვნება. ქართული კულტურა და ტრადიციები. ქართული გეოპოლიტიკური სივრცის მნიშვნელობა. მსოფლიოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების გავლენა ჩვენს ქვეყანაზე. საქართველოს დღევანდელობა და საგარეო კავშირურთიერთობები.
მონაწილეთა ასაკი: 13–14 წელი.
ვადები და ხანგრძლივობა: 3–5 თვე.
პროექტის აქტივობები: იდივიდუალური მუშაობა. მონაწილეობენ მოსწავლეები და მასწავლებელი. ინფორმაციების მოპოვების შემდეგ მოსწავლეები წერენ თემას, მოამზადებენ სლაიდებს, ფოტო–ალბომს, გააკეთებენ პრეზენტაციას. დაამზადებენ ბუკლეტებს. შექმნიან ელ– ფოსტას.თემას თარგმნიან ინგლისურად და განათავსებენ ვებ–გვერდზე უცხოელი თანატოლებისათვის საქართველოს გაცნობის მიზნით.
მოსალოდნელი შედეგები: შეძენილი ცოდნა და გამოცდილება შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეს მთლიანობაში აღიქვას სამყარო, ჩამოყალიბდეს ეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მატარებელ თავისუფალ პიროვნებად, იყოს საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების აქტიური მონაწილე, მიაღწიოს წარმატებებს ცხოვრებაში.
საგნობრივი/ ეროვნულ გეგმასთან კავშირი: მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიასა და გეოგრაფიაში. შეიძენენ სხვადასხვა ლიტერატურით სარგებლობისა და ისტ–ის გამოყენების უნარ–ჩვევებს( ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, ელ–ფოსტის შექმნა, ვებ–გვერდის შექმნა,პრეზენტაციის გაკეთება.)
სამუშაო ენა: ქართული.
პროექტის იდეის ავტორი: მანანა ნადიბაიძე.
ავტორის ელ–ფოსტა: MananaNadibaidze@gmail.com